ფიფა: რუსეთმა და კატარმა შესაძლებელია ჩემპიონატის ჩატარების უფლება დაკარგონ

ფიფა: რუსეთმა და კატარმა შესაძლებელია ჩემპიონატის ჩატარების უფლება დაკარგონ

ფიფა: რუსეთმა და კატარმა შესაძლებელია ჩემპიონატის ჩატარების უფლება დაკარგონფიფას წესების დაცვის და აუდიტის კომისიის თავმჯდომარემ დომენიკო სკალამ არ გამორიცხა, რომ რუსეთის 2018 წლის და კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატები შესაძლებელია ანულირდეს.
«თუკი იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ,რომ ხმები ნაყიდი იყო, ხმის მიცემის შედეგები გაუქმდება» – განაცხადა სკალმა შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში. «თუმცა,ეს მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს» – განაცხადა მან.
მსგავსი განცხადებები მან 2013 წელსაც გააკეთა, თუმცა აქტუალურობა მხოლოდ ფიფას ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ მიიღო.
ამერიკული და შვეიცარიული მთავრობები რუსეთის და კატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭების გარემოებებს იძიებენ. ორივე ქვეყანა უარყოფს მოქრთამვით ჩემპიონატის ჩატარების უფლების აღებას.
ჯერჯერობით ფეხბურთის ისტორიაში არ არსებობს მაგალითი, როცა ჩემპინატის უფლება წაერთვა რომელიმე ქვეყანას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილილ ჰემმონდმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კატარს უფლება ჩამოერთმევა ჩემპიონატი ჩაატაროს, ბრიტანეთი არ შეეცდება ჩემპიონატის უფლება თვითონ მოიპოვოს.
მინისტრმა ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს უჭერს კარატის მასპინძელი ქვეყნის პოზიციას. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსყიდვა დადასტურდება, მთავრობა ინგლისის განცხადებას მხარს არ დაუჭერს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის პოზიციაზე პრეტენზია ქონდათ რუსეთს, ინგლისს, ჰოლანდიას, ბელგიას, ესპანეთს და პორტუგალიას.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაზე კი – ავსტრალიას, აშშ-ს, სამხრეთ კორეას და იაპონიას.

banner
წინა სტატიაშიპუტინის შტაბის ხელმძღვანელი რუსეთის უმდიდრესი რექტორი გახდა
შემდეგი სტატიააშშ-ს მთავრობამ ციხიდან გაქცეულ მკვლელებზე ჯილდო დააწესა