ფიფა ახალ პრეზიდენტს 2016 წელს აირჩევს

ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელმაც ერთი თვის უკან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა ხოლო შემდეგ გადათქვა, ახალ განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის დასაწყისში გაიმართება.

,,ფრანც პრესის,, ცნობით, ახალი არჩევნების ზუსტი თარიღი 20 ივლისს დაგეგმილ ფიფას აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება.

ბლატერმა მედიასთან განაცხადა, რომ ის ახლა არჩეული პრეზიდენტია და მომავალ არჩევნებზე არ აპირებს კანდიდატად ყოფნას… მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის რა საქმით დაკავდება, როცა ფიფაში მუშაობას დაანებებს თავს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაშირაქში 30 ჰექტარზე მეტი ხორბლის ყანა დაიწვა