ფიფამ გუშინდელი საქციელის გამო ბრიტანელ კომიკოსს უჩივლა

ფიფამ პოლიციას ბრიტანელი კომიკოსის ლი ნელსონის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა… ამის შესახებ შესახებ ინფორმაცია დღეს ქალაქ ციურიხის პოლიციამ გაავრცელა. სამართალდამცავების განცხადებით, ფიფა კომიკოსს ღონისძიებაში არაკანონიერ შეჭრაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით საჩივარი პროკურატურას გადაეცემა.

ინციდენტი გუშინ მოხდა, როცა ბლატერი დარბაზში გამოჩნდა, ბრიატნელი კომიკოსი სცენაზე ავარდა და ჩინოვნიკს დოლარების კუპიურა სახეში შეაყარა და თქვა, რომ ეს “ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წელს ჩრდილოეთ კორეაში ჩასატარებელი ფულია”. ნელსონი დარბაზიდან მაშინათვე გაიყვანეს. ბლატერმა კი რამდენიმე წუთით შეწყვიტა პრესკონფერენცია.

banner
წინა სტატიაშიინდოეთი: სოფლის მცხოვრებლებმა ქალს ჯადოქრობის გამო თავი მოკვეთეს
შემდეგი სტატიაშვეიცარიელი სამხედროები ძროხებს სიცხისგან იცავენ