ფირცხალავამ პროკურატურის ყველა ბრალდება უარყო ე.წ. კორტების საქმეზე

ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. კორტების საქმეზე პროკურატურის ყველა ბრალდება უარყო. მან აღნიშნა, რომ პირველი გასროლა მოხდა მანქანიდან, სადაც იჯდა ვაზაგაშვილი. ამას მოჰყვა სამართალდამცველების სროლები.

კორტების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულის ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს ამ საქმეზე პროცესის ახალი ეტაპი დაიწყო.

სასამართლოში, ფირცხალავამ გაიხსენა 2006 წლის 2 მაისს მომხდარი ფაქტი სანაპიროზე, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე. მან დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაციის მოტივად დაასახელა ინფორმატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. სასამართლოს დარბაზში დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენენ.

„დაიწყო სროლა ეგრევე და გაისმა მანქანის დაჯახების ხმა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს მანქანა შეჩერდა, იმ ადგილას იყო ბოლი, ვერ ვხედავდი – რა ხდებოდა. რაციაში მოვასწარი დაძახება, რომ ვაკავებთ და აცადეთ სპეცნაზსთქო. ეს მანქანა რაღაცნაირად გასწორდა მანევრის მერე და გაექანა ხიდისკენ. უკვე ნელნელა აჩქარდა, ბორდიურზე ავარდა და ძლიერად შეეჯახა შუქნიშნის ბოძს. მირბენის დროს გამოაღო კარები, საიდანაც მესამე ადამიანი ვინც უკან იჯდა, ის გადმოიყვანა მანქანიდან, რომელსაც გაუვარდა ცეცხლსასროლი იარაღი მაკაროვის სისტემის იარაღი, რომელიც აღმოჩნდა ბუბა ბუთიუიძე, ერთიდაიგივეს იმეორებდა: „მაპატიეთ“. მეტი არაფერი უთქვამს”, – განაცხადა ფირცხალავამ.

ერთერთი მთავარი ბრალდებულის დაკითხვა ამით არ დასრულებული. დღეს ფირცხალავმ საკუთარი ადვოკატების შეკითხვებს უპასუხა. მომავალ პროცესზე, რომელიც 8 ოქტომბერს ჩაინიშნა, ის პროკურორების შეკითხვებს უპასუხებს.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და წევრების პარტიიდან წასვლას არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიაგორში 43 წლის მამაკაცი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს