ფინანსური დარღვევები თეატრალურ უნივერსიტეტში – აქცია კულტურის სამინისტროსთან

თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ და განმოძიების დაწყებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი დღეს კულტურუის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორების გაცხადებით, ისინი ხელმძღვანელობმ უკანონოდ გაათავისუფლა, იმის გამო, რომ თეატალურ უნივერსიტეტში არსებულ კორუბციასა და ნეპოტიზმზე აქტიურად საუბრობდნენ.

მათ საჩივრით საგამოძიებო ორგანოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას კი ხელს მათი თქმით, კულტურის მინისტრის მოასგილე მანანა ბერიკაშვილი და დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია აფარებენ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: იყო შემთხვევა, პირს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” თანხები დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმაც გადაურიცხეს