ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სამხედრო სავალდებულო აღრიცხვას აღარ დაექვემდებარებიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები სამხედრო სავალდებულო აღრიცხვას აღარ დაექვემდებარებიან. იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც ასეთი გამონაკლისი ვრცელდება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები ემატება.
“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის ვალდებულებას, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. ამასთან, ამავე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრეც, ვინც სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება. მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები და საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები.
“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ჩაშლილ ვიზიტზე ტელეფონით ისაუბრეს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” მშვიდობიანი პროტესტი კონფლიქტის ზონაში