ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავა

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ვიტალი ბორტა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზეა დაკავებული

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2015 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“ და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 2-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიამდინარე ალაზანში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს