ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დელეგატი ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა. ამ დროისთვის უცნობია, გაათავისუფლებენ თუ არა გობეჯიშვილს და დაესწრება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.

სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს, რამდენიმე წუთის წინ მივიდა ერთ-ერთი კანდიდატი რეზი არველაძე. მისი განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა გობეჯიშვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა, თუ არა გობეჯიშვილის დაკავების გამო საფრთხე შეექმნას დღევანდელი არჩევნების ჩატარებას, როგორც არველაძემ განაცხადა, “ამას უეფა-ს წარმომადგენლებთან შეხვედარზე გაარკვევს”.

ჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია.  მათივე თქმით, გეგა გობეჯიშვილი გუშინ სამართალდამცავებმა კორპუსის სადარბაზოში აიყვანეს.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში წუხელ მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაშსს: გობეჯიშვილი ნარკოტიკების მოხმარების გამოა დაკავებული