ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. 18 ხმით 15 წინააღმდეგ არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ მონაწილეობას ყრილობის 33 დელეგატი იღებდა. ყრილობის გადაწყვეტილებით გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატებს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, რომელიც თავის მხრივ აღმასკომმა, აღნიშნული უფლება რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებს მიანიჭა.

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდნეტო არჩევნები 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერი დელეგატის დაკავების გამო პროცესები გაჭიანურდა, რის გამოც კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ.

banner
წინა სტატიაშისფფ-ს საპრეზიდენტო კანდადატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილის გამარჯვებას მისი მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ