ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე იწურება. დღეისათვის რეგისტრირებულია 3 კანდიდატი: ლევან კობიაშვილი, მამუკა კვარაცხელია და რევაზ არველაძე.

კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ისინი შეხვედრებს საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებთან და ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტთან მართავენ.

სამოქმედო პროგრამა საზოგადოებას ჯერჯერობით მხოლოდ რევაზ არველაძემ გააცნო.

არჩევნები 2015 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 4 წლის ვადით აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიჯონდი ბაღათურია მოსკოვში გაემგზავრა – მიზანი მოკავშირეობის აღდგენაა
შემდეგი სტატია“ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება” – გიორგი მარგველაშვილი