ფეხბურთის ფედერაცია სალაროებთან რიგების მიზეზს განმარტავს

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრილია. ამის შესახებ “თაიმერს” ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ “დინამოს” სტადიონზე დამონტაჟდა ახალი ტურნიკეტების სისტემა, ეს მოითხოვდა შესაბამისად ბილეთების ელექტრონული სისტემის ინტეგრირებასაც, რამაც გამოიწვია ტექნიკური სახის პრობლემები, როდესაც დაიწყო ბილეთების ბეჭდვა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა დროულად სალაროების გახსნა და შეიქმნა რიგები.
“ახლა ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ყველა სალარო მუშაობს”, -განაცხადა ბოკერიამ.
მანვე მოუწოდა გულშემატკივრებს, თადარიგი დაიჭირონ და შედარებით ადრე შეიძინონ, როგორც საქართველო-გერმანიის ნაკრებების, ასევე ხვალინდელი, საქართველო-მალტას მატჩის ბილეთები, რომელზეც ბოკერიას თქმით, ძალიან მცირე აქტივობა შეინიშნება.
“სავარაუდოდ, სალაროებს ყველა ხვალ მოაწყდება, თამაშის წინ. ამდენი ადამიანის ერთდოეულად გატარებას სალარო ფიზიურად ვერ ახერხებს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, თადარიგი დაიჭირონ და ადრე აიღონ ბილეთები”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა
შემდეგი სტატია„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს“