ფეხბურთის ფედერაცია “ბარსელონა-სევილიას” მატჩის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს სუპერთასის, “ბარსელონა-სევილიას” მატჩის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსურველებს მოუწოდებენ, ბილეთები არ შეიძინონ არც ერთ სხვა საიტზე, გარდა საიტისა www.biletebi.ge

“მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად. www.biletebi.ge ინფორმაციით საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება”, – ნათქვამია სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. საიტზე ამ დრომდე ვერ ხერხდება ბილეთების გაყიდვა. უფრო მეტიც, უკვე მეორე დღეა, რაც biletebi.ge გამორთულია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში
შემდეგი სტატიაპროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა