ფეისბუქმა ჟურნალისტის პოსტი წაშალა

სოციალური ქსელის ფეისბუქის ადმინისტრაციამ ჟურნალისტ მაქსიმ კონონეჩკოს პოსტი, რომელიც ალექსანდრ პუშკინის ლექსიდან ციტატა იყო, ქსელიდან წაშალა იმიტომ, რომ ნახსენები იყო სიტყვა ხახოლი (“хохол”).
გარდა ამისა, ჟურნალისტს ერთკვირიანი ბანი დაადეს, ანუ ის ერთი კვირის მანძილზე სოციალურ ქსელში პოსტებს ვერ დაწერს.

ჟურნალისტმა საკუთარ ბლოგზე შეტყობინების სკრინშოტი გამოაქვეყნა, რომელიც მან ადმინისტრაციისგან მიიღო. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პოსტი ფეისბუქის წესების დარღვევისთვის იქნა წაშლილი, თუმცა, ჟურნალისტმა არ იცის კონკრეტულად რომელი წესის დარღვევა მოხდა.

კონონეჩკომ პუშკინის ლექსი “Моя родословная” გააზიარა, სადაც წერია “Не торговал мой дед блинами, не ваксил царских сапогов, не пел с придворными дьячками, в князья не прыгал из хохлов”.

გასულ კვირას ფეისბუქმა აქტიურად დაიწყო ყველა პოსტის წაშლა, სადაც სიტყვა “ხახოლია
” ნახსენები. ადმინისტრაციის თქმით, ეს სიტყვა შეურაცხყოფას აყენებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი ქინქლაძე ,,მანჩესტერ სიტის,, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად…