ფატუ ბენსუდა: ჩემი ქმედება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”

ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, გამოძიების დაწყების შემთხვევაში ის როგორც რუსეთში, ისე ოკუპირებულ ტეიროტირებზე ჩასვლას გემავს.

როგორც ბენსუდა აცხადებს, როგორც საქართველო, ისე რუსეთი აფიქსირებს მზაობას, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებმა ოფიციალურად დააფიქსირეს თანხმობა თანამშრომლობაზე და მოგვაწოდეს ინფორმაცია და დოკუმენტები. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას. მე მაქვს გეგმაში, რომ ჩავიდე ადგილზე და გავეცნო ადგილობრივ სიტუაციებს. ასე რომ გამოძიების ნებართვის მიღების შემდეგ, ყველა ღონეს გამოვიყენებ, რაც საჭირო იქნება. ბოლო ვიზიტი მქონდა რუსეთში წინა წელს, თუმცა ერთი გარანტია მინდა მოგცეთ, რომ ჩემი ქმედება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”, – აღნიშნა ბენსუდამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაძაბულობა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას ლაშა თაბუკაშვილთან და ვანო მაჭავრიანთან ერთად აპირებს ?