ფატუ ბენსუდა: აგვისტოს ომის საქმეში სააკაშვილზე, პუტინსა და კოკოითზე საუბარი საერთოდ არ არის

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეში ახლა არავინ არაა დასახელებული, როგორც ეჭვმიტანილი.

როგორც ბენსუდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეჭვმიტანილის დასახელება უნდა მოხდეს გამოძიების შედეგად.

“თუ მოსამართლეები გამოძიების ჩატარების უფლებას მომცემენ, მხოლოდ ამის შემდეგ დასახელდება შესაძლო ეჭვმიტანილები”, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, საქმეში ფიგურირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის, ვლადიმერ პუტინისა და ედუარდ კოკოითის სახელები, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ პიროვნებებზე საუბარი საერთოდ არ არის.

“ამ პირებზე, ვინც თქვენ ახსენეთ, საქმეში საუბარი საერთოდ არ არის”, – განაცხადა ბენსუდამ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ოპონენტებს ვთხოვ არ არის საჭირო ნეგატოფილიის გამოვლენა
შემდეგი სტატიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს