“ფასები რთველის პროცესში გაიზრდება,”- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

“ფასები რთველის პროცესში გაიზრდება,”- ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 70 თეთრია ხოლო საფერავის მინიმალური ფასი 80 თეთრია.

როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ფასები ყურძენზე რთველის მიმდინარეობის პროცესში მოთხოვნის მიხედვით გაიზრდება.

“ბევრი უზუსტობა იყო ამ დღეებში. ყველა ქარხანა მზად არის მოსავლის მისაღებად, მაგრამ ვერ აბარებენ რადგან არ არის ყურძენი შესაბამის კონდიციაში. ქარხნები ხარისხიან ყურძენს ელოდებიან.  თეთრი ყურძნის მინიმალური ფასი 70 თეთრია, საფერავზე კი 80 თეთრია. რთველის მიმდინარეობისას ფასი იზრდება მოთხოვნის შესაბამისად. ორგანიზების კუთხით პრობლემა არ არის. თქვნ ამბობთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში  რთველი კარგად მიმდინარეობდა მე ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და გეტყვით, რომ წლევანდელი წელს რთველი გაცილებით უკეთესი იქნება,”- განაცხადა კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა კახეთში მიმდინარე აქციებს “მართული და პროვოკაციული” უწოდა.

“პროვოკატორები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და ცდილობენ აიყოლიონ მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, მათ დიდ ნაწილს ვენახები საერთოდ არ აქვთ.

ადამიანები ვინც მათ ხელმძღვანელობდნენ ისინი წლების განმავლობაში ქარხნებს უკრძალავდნენ ღვინის მიღებას მე ამის მოწმე ვარ.  მე 15 წლის განმავლობაში ვარ ამ სფეროში და თითოეულ ფაქტზე მაქვს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვართ ყოველ დღე კახეთში დღესაც ჩავალთ. მოსახლეობასთან კონსულტაცია სულ გვაქვს,”- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით სამინისტრო და მინისტრი მზად არის შეხვდეს მოსახლეობას მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

banner
წინა სტატიაშილია გიგაური და გიორგი მაჩაბელი სკოლის დირექტორების ტრენინგების მიმდინარეობას რუსთავში გაეცნენ
შემდეგი სტატიაქართული მხარე, გამოფენაზე აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოდგენის ფაქტზე, მუშაობს