უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

iliaროცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თსუ-ში მიმდინარე პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.
პატრიარქმა ქართული დიასპორა დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ ვისი მიწაწყლისანი არიან, გაიგონ, რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. გისურვებთ, რომ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ და არა სხვამ”, – განაცხადა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა–ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაინდოეთში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა