უჩა ნანუაშვილი: ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოახდენთ რეაგირებას

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა ისაუბრა. უჩა ნანუაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის პროცესს აკვირდება.

“ჩვენ პროცესს ვაკვირდებით. შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება, ჩვენ ამ პროცესის დამოუკიდებელი მეთვალყურე ვართ. ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოახდენთ რეაგირებას. პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ხარისხი გამჭვირვალობის არის. ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს პროცესს, მაქსიმალური იმედი მავს, რომ ყველაფერი კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერმა და კვირიკაშვილმა საქართველოში გერმანული ბიზნესის გაძლიერებაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგეობასთან 78 წლის ქალი შიმშილობს