უჩა ნანუაშვილი: ქალბატონი ნინო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატად წარდგენაზე დადებითად აფასებს.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ გვენეტაძე, დამტკიცების შემთხვევაში, კარგად გაუძვება უზენაეს სასამართლოს.

“ვფიქრობ, ქალბატონი ნინო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მე პატივს ვცემ მის პრინციპულობას და პროფესიონალიზმს და ვფიქრობ, რომ ის წლების განმავლობაში ამ მხრივ გამორჩეული იყო. იმედს გამოვთქვამ, რომ ქალბატონი ნინო გვენეტაძე შეასრულებს დიდ როლს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,” – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს შედგება