უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემაა

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემაა და პარლმანეტმა რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ გარკვეულწილად, ეს პრობლემა შემსუბუქდეს.

„ზოგადად, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია გარკვეულწილად რომ საჭიროა, ფაქტია. ძალიან ბევრი ადამიანი, ნარკომომხმარებელი, სამწუხაროდ, დღესაც გისოსებს მიღმაა და ამ მხრივ, ვფიქრობ, არის პრობლემა ქვეყანაში და პარლამენტმა რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გარკვეულწილად, შემსუბუქდეს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა.

როგორც ხაჩიძემ „ინფო 9“-ს განუცხადა, ინიციატივა ითვალისწინებს, რომ მარიხუანას, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, განმეორებით მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევდეს.

ამასთან, ინიციატივა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარებისთვის ჯარიმის ოდენობის შემცირებასაც ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხანგოშვილის ახლობლები გუშინ მომხდარ თავდასხმას რუსულ კვალს უკავშირებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაციონალური ინტერესების გაუთვალისწინებლად რკინიგზის გახსნის საკითხი ყოვლად მიუღებელია