უჩა ნანუაშვილი: ვაზაგაშვილების საქმეების ძიებაში დარღვევები არ გამოვლენილა

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ვაზაგაშვილების საქმეზე მონიტორინგს აგრძელებს. ომბუდსმენის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიებასთან შენიშვნები არ აქვთ და არც დარღვევები გამოვლენილა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების დეტალებს საზოგადოებას გააცნობს.

„გამომდინარე იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც ამ საქმის მიმართ არსებობს, ჩვენ პერიოდულად ვითხოვთ ინფორმაციას, რომ გვქონდეს მასალები მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების შესახებ. შესაბამისად, თუკი რაიმე დარღვევის ფაქტი გამოიკვეთა, ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან თანხების მითვისებისთვის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძეს მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს