უჩა ნანუაშვილი – გახმაურებულ საქმეებში ხარვეზები ფიქსირდება

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გიორგი ტუღუშის ორგანიზაციის ანგარიშს არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ გახმაურებულ საქმეებში ხარვეზები მართლაც ფიქსირდება.
როგორც ჟურნალისტებს ომბუდსმენმა განუცხადა, სახალხო დამცველმა იმ ხარვეზებზე, რომელიც გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესში არსებობდა, რეკომენდაციებით შესაბამის უწყებებს მიმართა.
“ხარვეზები იყო. რამდენიმე საქმეში კითხვის ნიშნები არსებობდა. ჩვენ ამაზე არაერთი რეკომენდაცია გავუგზავნეთ შესაბამის უწყებას მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვერ შევაფასებ ამ პროცესებს, როგორც პოლიტიკურს, როგორც ეს ჩანს იმ პრესრელიზში, რომელიც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ გავრცელდა მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციებს, მასში საუბარია ახალაიას, გოგა ონიანის, გიგი უგულავას და კიდევ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მოამზადა ანგარიში “პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულება საქართველოში”, სადაც არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეებში დარღვევებზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიC ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე 21 აპრილს მოაწერენ ხელს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ტომესენმა რამდენიმე საიდუმლო გაგვიზიარა, როგორ შეიძლება არ იყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღო სარგებელი