უშიშროების სხდომის შეხვედრა სრული შემადგენლობით უნდა შემდგარიყო

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ირაკლი ალასანია“მნიშვნელოვანია ახლო კოორდინაცია ჰქონდეთ პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ასევე პარლამეტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც საუბარი ეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გზავნილებს,“ – ეს შეფასება ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განმარტებით, უშიშროების სხდომის შეხვედრა სრული შემადგენლობით უნდა შემდგარიყო.

„გაეროში, როდესაც ორი დელეგაცია მიდის, ძალიან მჭიდრო შეთანხმებებია საჭირო, თუ რა პოზიციებს დააფიქსირებს ჩვენი დელეგაციის სხვადასხვა წარმომადგენელი. ამიტომ მე ვთლიდი, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი უშიშორების საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 11 კაციან შემადგენლობას გამოაკლდება ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე და ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია“თავისუფალ დემოკრატების” სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს