უშგული ელექტროენერგიისა და გზის გარეშეა დარჩენილი

უშგული

უშგულის მოსახლეობა დიდთოვლობის გამო ბოლო ერთი კვირაა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გზაც ჩაკეტილია და ისინი გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. მათი თქმით თოვლის საფარის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მესტიაშიც, სადაც ასევე ჩაკეტილია გზები და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
შემდეგი სტატიატრადიციული ალილო საქართველოს რეგიონებში