უსები გაზაფხულზე მარიუპოლის აღებას შეეცდებიან

ჯეიმს კლეპერმა

ჯეიმს კლეპერმააშშ-ის ეროვნული დაზვერვის დერექტორმა ჯეიმს კლეპერმა, რომელიც ამერიკის 16 სადაზვერვო უწყებაზე საპრეზიდენტო კონტროლს ახორციელებს, სენატის შეიარაღების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსები გაზაფხულზე მარიუპოლის აღებას შეეცდებიან. მისი თქმით, კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში შორსაა დასრულებიდან და საბრძოლო მოქმედებები გაზაფხულზე განახლდება.

როგორც კლეპერმა აღნიშნა, ამერიკული დაზვერვის შეფასებით, ვლადიმირ პუტინი ყირიმამდე სახმელეთო კორიდორის გაჭრას ისახავს მიზნად.

„ჩვენი შეფასებით, ის არ გეგმავს მთელი უკრაინის დაპყრობას. მას სურს მთლიანი კონტროლი დაამყაროს აღმოსავლეთ უკრაინის 2 ოლქზე. ასევე, ინტერესს წარმოადგენს ქალაქი მარიუპოლი და სახმელეთო კორიდორი ყირიმამდე. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი მარიუპოლზე იერიშის მისატანად გაზაფხულს დაელოდება“ – განაცხადა კლეპერმა.

ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი მიანიშნებს, რომ ის უკრაინისათვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდების მომხრეა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პირადად მისი აზრია, რომელიც არ ემთხვევა მისი ანალიტიკოსების მოსაზრებებს. სპეცსამსახურების ექპერტები კი მიიჩნევენ, რომ „უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გამოწვევს პუტინის ნეგატიურ რეაქციას“ და მოსკოვი სეპარატისტებს უფრო მძლავრი შეიარაღებით მოამარაგებს.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დერექტორის (The Director of National Intelligence – DNI) პოსტი 2004 წელს მიღებული „დაზვერვის რეფორმისა და ტერორიზმის პრევენციის აქტის“(The Intelligence Reform and Terrorism Prevention Act ) საფუძველზე შეიქმნა. ის ხელმძღვანელობს სადაზვერვო საზოგადოებას, რომელიც საგარეო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე 17 დამოუკიდებელ სააგენტოს აერთიანებს. მათ შორისაა თავად ეროვნული დაზვერვის დერექტორის ოფისი(ODNI), დაზვერვის ცენტრალური სააგენტო (CIA), გამოძიებათა ფედერალური ბიურო(FBI), თავდაცვის სამინისტროს 9 სააგენტო (მათ შორის უმსხვილესი ამერიკული სადაზვერვო უწყება – ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, NSA), სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიურო(INR), ენერგეტიკის სამინისტროს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოფისი(OICI), შიდა უსაფრთხოების სამინისტროს სამი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის ოფისი(TFI) და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო(DEA).

თავად ჯეიმს კლეპერი სამხედრო დაზვერვას ხელმზღვანელობდა და სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტის წოდება გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რიგი ქვეყნებიდან ლეტალური იარაღის მიღება უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიაესპანეთმა პრორუსული სეპარატისტები დააკავა