უჟანგბადო დემოკრატიის მხუთავი გაზის ასოციაცია იქმნება–სოსო ცისკარიშვილი

უჟანგბადო დემოკრატიის  მხუთავი გაზის ასოციაცია იქმნება–სოსო ცისკარიშვილისაქართველოში ახალი ორგანიზაცია “დემოკრატიის ჟანგბადი” ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების დადგენაზე მუშაობს

ექსპერტების უმრავლესობამ კვლევითი სააგენტოსგან წერილი მიიღო, ისინი მათ “CV-ს,” საქმიანობისა და გამოცდეილბის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნას ითხოვდნენ.

ახალგაზრდების კონკრეტული ჯგუფის უკან სოსო ცისკარიშვილი ყოფილი პრემიერის ჩანაფიქრს ხედავს. კრიტერიუმები, რომლითაც ორგანიზაცია ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების პოტენციალის დადგენას გეგმავს მისთვისაც მიუღებელია, თუმცა, ექსპერტი მზად არის ამ ორგანიზაციის წევრებს შეხვდეს და საკუთარი საქმიანობა დეტალურად გააცნოს.
“არაერთხელ მოგისმენიათ ბატონო ივანიშვილისაგან ,რომ თვითმაქვია ექსპეტებს სჭირდებათ ჩარღმავება და მათი გამონათქვამების ანალიზი–უჟანგბადო დემოკრატიის, მხუთავი გაზის ასოციაცია იქმნება. ამ ორგანიზაციის მთავარი ამოცანა იქნება დისკრედიტაცია იმ ადამინების პოზიციისა თუ გამონათქვამებისა, რომლის პოზიცია არ ემთხვევა ამ საქმიანობის დამკვეთის შეხედულებას–აცხადებს სოსო ცისკარიშვილი

ბიძინა ივანიშვილთან კავშირს უარყოფს თავად ახალი ორგანიზაცია. ანალიტიკური სააგენტო, როგორც თავად წერენ, რუსული “რეგნუმისა” და ამერიკული “პოლიტფაქტის” კომბინაციაა. მისი ხელმძღვანელი, ლევან ჯაში ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია მეგობრების შემოწირულობით ფინანსდება.

დემოკრატიის ჟანგბადი” ქართველი ექსპერტების კომპეტენტურობის მაჩვენებლისა და პროგნოზირების ხარისხის დადგენას საკუთარი მეთოდებით აპირებს.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ EUMM-თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა
შემდეგი სტატია„მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესი რთული იქნება“