უპრეცედენტო შემთხვევა: ისლამისტები ტყვედ ჩაბარდნენ

ერაყის პროვინცია ალ-ანბარში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა… ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები ბრძოლაში დანებდნენ მოწინააღმდეგეს და კოლექტიურად ჩაბარდნენ ტყვედ.

თურქული სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ალ-ქამრეში, ხანგრძლივი ალყის შემდეგ ,,ისლამური სახელმწიფოს,, 35 მებრძოლი, ადგილობრივთა სამხედრო დაჯგუფება ,,აშ-ჰაშდუშ შაბის,, მებრძოლებს ტყვედ ჩაბარდა.

,,აშ-ჰაშდუშ შაბის,, მეთაურის მაჰმუდ მადრის განცხადებით, იმის გამო, რომ იარაღის მოწოდების გზები ნელ-ნელა იკეტება ერაყში, ისლამისტების საგრძნობი შესუსტება შეიმჩნევა… ,,აქამდე უპრეცედენტო შემთხვევები ხდება… ისლამისტები ტყვედ გვბარდებიან,, განაცხადა მადრიმ ,,ანადოლუ აჟანსთან,, საუბრისას.

banner
წინა სტატიაშითბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაიაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს