უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ–გიგა ბოკერია

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

8popopopopopkjkjkj“უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ, მათი წასვლით ყველა ხვდებით, რომ არაფერი შეცვლილა,”- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გააკეთა.

ბოკერიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ძალაა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია.

“ეს არის სამწუხარო, უპასუხისმგებლო, ინფანტილური და არაადეკვატური გადაწყვეტილება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია ამ ხელისუფლების შეცვლა. იყო მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არის დიდი პასუხისმგებლობა. სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამას ვერ გაუძლო. ეს ადამიანები აღმოჩნდნენ უპასუხისმგებლოები. მათი წასვლით ალბათ ყველა ხვდებით, რომ არაფერი არ შეცვლილა. ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ჩვენ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ,”- აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზები