უნიტაზში ჩარეცხილი ჩვილი რომელიც გადარჩა + ვიდეო

უნიტაზში ჩარეცხილი ჩვილი, რომელიც გადარჩა + ვიდეო

უნიტაზში ჩარეცხილი ჩვილი, რომელიც გადარჩა + ვიდეოშემთხვევა აღმოსავლეთ ჩინეთში, 2013 წლის მაისში მოხდა
აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩჟეცზიანის პროვინციის ქალაქში, მდიდარ უბანში, 2013 წლის მაისში მომხდარმა შემთხვევამ, რომელიც საბოლოოდ, მშვიდობიანად დასრულდა, მსოფლიოში არავინ დატოვა გულგრილი, ვინც ამ ისტორიის შესახებ შეიტყო.

მაშველებს შეატყობინეს, რომ სახლში ბავშვის გამუდმებული ტირილი ისმის, ხოლო იმის დადგენა, საიდან ისმის ტირილი, ვერ ხერხდება.

რამდენიმე წუთში ადგილზე მისულმა მაშველებმა მალევე დაადგინეს, რა მოხდა: ახალშობილი უნიტაზში იყო ჩაგდებული და, რა თქმა უნდა, ჯერაც ცოცხალი, რადგან მისი ტირილის ხმა ისმოდა.

მაშველებმა სასწრაფო ოპერაცია დაიწყეს – მილები დააცალკევეს, სხვადასხვა ხელსაწყოები დაიხმარეს და ახალშობილი, უნიტაზში ჩაგდებული გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ისტორიამ კი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები მოიარა.

banner
წინა სტატიაში“ბოევიკებს” კვირამდე დებალცევოს დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული-პიოტრ მეხედი
შემდეგი სტატიასაქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მეექვსე ადგილს იკავებს