უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს–რომან გოცირიძე

უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს

უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვსეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია.

„ეს არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში. დავძლევთ როგორმე.

მთავარია მთავრობამ იმ შეცდომებს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არ დაუმატოს კიდევ უფრო მეტი და არ დაუდოს საფუძველი ეკონომიკის ნგრევას.

ნურავინ შეეწინააღმდეგება ფასების საბაზრო წარმოქმნას და პოლიტიკური მიტივით გაზზე, ელექტროენერგიაზე და სხვა საქონელზე რეგულირებადი ფასების ზრდის შეჩერებას.

ეს იქნება მხოლოდ დროებითი, შეკუმშული ზამბარის ეფექტის მქონე, რომელიც მძიმედ დაარტყამს უკუვარდნისას მთელ ქვეყანას და განსაკუთრებით ხელისუფლებას.

უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. მისი მცდელობა ამ ბაზარსაც მოშლის და შედეგიც ნულის ტოლი იქნება.

მთავრობამ უნდა მიხედოს ყველაზე დაუცველ ადამიანებს! ახლა მთავარია მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. ყოველი მცდელობა რეიტინგის შენარჩუნების კონტექსტში ქმედებისა, იმ რეიტინგსაც ნულამდე დასცემს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც.

შეკვეცა ჩინოვნიკების რაოდენობასა და ხელფასებს არ შეეხებაო! ნურას უკაცრავად! როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, პარტიული მხარდამჭერები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ ხალხი”, – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში რატომ გაუქმდა უფასო სასადილო