“უნდა დაიწყოს პრივატიზირების პროცესი და მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება,”

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

“უნდა დაიწყოს პრივატიზირების პროცესი და მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება,”- ეს განცხადება ეკონომიკის სფეროს წარმომდგენელმა რომან გოცირიძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას გააკეთა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში თვლის, რომ განცხადებებით საქმე არ კეთდება და ქმედითი ნაბიჯები სასწრაფოდ არის გადასადგმელი.

“მთავრობამ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ძალიან სწარაფად. უნდა დაიწყოს პრივატიზაციის პროცესი, რომელიც უკვე წლებია დავივიწყეთ. 300 350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ამ მხრივ. ასევე სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის მოდენრიზება. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს ის კარგად მუშაობს, ინტერვენცია განხორციელდა საჭირო დროს საჭირო რაოდენობით, ამან მოგვცა შედეგი, რომ ტყუილად არ გაიფლანგა ფული. განცხადებებით კი ლარის გამყარება, რომ შეიძლებოდეს ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დავსვამდით ადამიანს და ვალაპარაკებდით თან ლარიც გამყარდებოდა,”- აცხაებს რომან გოცირიძე

ეს განცხადება ჟუნრალისტებთან ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სასტუმრო Holiday inn-ში გააკეთა, სადაც ექსპერტები და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები მრგვალ მაგიდას მართავენ. შეკრების მიზეზი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური და სავალუტო კრიზისია.

banner
წინა სტატიაში“კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ხანდახან პროვინციალიზმში გადადის”
შემდეგი სტატია„სამოქალქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას,” – ზურაბ აბაშიძე ალასანიაზე