“უნდა დადასტურდეს აღნიშნული მასალის ავთენტურობა”- ელისო ჩაფიძე ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ მასალაზე

სააგენტო “თაიმერის” ექსკლუზიურ ინტერვიუსა და პოლიციის უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეო მასალაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელისო ჩაფიძემ განცხადება გაავრცელა.

ტყიბულის მაჟორიტარის თქმით, გავრცელებული მასალა, სამართალდამცავი ორგანოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდაა. ჩაფიძე ითხოვს, დადგინდეს მასალის ავთენტურობა და ის თუ რა მიზანი ამოძრავებდა ბაბუნაშვილს.

“უნდა დადასტურდეს აღნიშნული მასალის ავთენტურობა და გამოძიებული უნდა იქნას, რამდენად შეესაბამება ის ფაქტები რეალობას, რომელიც ფირში იყო წარმოდგენილი და, ასევე, უნდა დადგინდეს, კონკრეტულ პიროვნებას რა მიზნები ამოძრავებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას თუ ორგანიზაციას სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ გარკვეული ფარული ჩანაწერების განზოგადება და გადატანა ხდება იმ მრავალათასიან კოლექტივზე, რომელიც დღეს საქართველოში წესრიგის დაცვას ემსახურება. სამწუხაროდ, ეს იყო მიზანმიმართული პროპაგანდა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ“ – აცხადებს ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე დასრულდა
შემდეგი სტატიალოტკინის დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია