,,უნდა გადაიდოს კანონპროექტის მიღება გარკვეული ვადით”

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ბიზნეს სექტორზე, ასევე სამოქალაქო სექტორზე.
გვასალიას თქმით, პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით საბანკო ასოციაციას უამრავი შენიშვნა ჰქონდა და დღესაც აქვს.
“ეს არის ფუნდამენტური ცვლილება იმ პრინციპისა, რომელიც კანონმდებლობით დღეს მოქმედებს. არის უამრავი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უარყოფითი პოზიცია, ეს არის, მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სხვ. წარმოდგენილი ცვლილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას როგორც ბიზნესსექტორზე, ისე სამოქალაქო სექტორზე. ამიტომ გამოითქვა მოსაზრება, რომ უნდა გადაიდოს კანონპროექტის მიღება გარკვეული ვადით და მოხდეს იმ პრინციპის დახვეწა, რისი მიღებაც პარლამენტს სურს”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ გვასალიამ.
მან აქვე განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები დროში გაწელილია და სასამართლო კორპუსი არ არის იმ ოდენობით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საქმის განხილვა ვადებში შეძლოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში ინიცირებულია და პირველი მოსმენით არის მიღებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას ითვალისწინებს. ამის განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობითა და თანხმობით იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაში,,ვერ მოხდება მესაკუთრის უფლების დაცვის სწრაფი და ეფექტური განხორციელება”
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძე: “მთელი ზაფხული “პროსტინით” გავატარე, ამიტომ ვერ მოვდიოდი პროცესებზე