უნგრელებმა უკრაინელებს ,,ზურგში დანა ჩაარტყეს,,

,,დანა ზურგში,, ,,უნგრეთმა გვიღალატა,, ,,უნგრეთი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს,, დღეს მსგავსი სათაურებით გამოვიდა სტატიები უკრაინულ მედიაში, რომელიც უნგრეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შპიონაჟს ეხება…

,,უნგრული დაზვერვის აგენტები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან აქტიურად მუშაობდნენ კიევში უკრაინის ხელისუფლების წინაღმდეგ,, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პარლამენტში, უნგრეთის სამოქალაქო დაზვერვის მინისტრმა იანოშ ლაზარმა გააკეთა, იუწყება უნგრული The Budapest Beacon.

გამოცემის ცნობით, ეს განცხადება უნგრეთის პარლამენტში 23 ივნისს გაკეთდა, თუმცა მისი დეტალები მხოლოდ ამ დღეებში იქნა გახმაურებული.

უნგრელი მინისტრის განცხადებით, უნგრელი ჯაშუშების აქტიურობა განპირობებულია იმით, რომ ხელი შეუწყონ უკრაინაში ისეთი პოლიტიკოსების ,,წინ წაწევას,, რომლებიც უნგრეთის ინტერესებს დაიცავენ, რამეთუ ზაკარპატიეს რეგიონში მცხოვრები უნგრელების მომავალი ათწლეულის მანძილზე სერიოზული პრობლემების მატარებელი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების რეაგირება, უნგრეთის მინისტრის განცხადებაზე.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი პარლამენტის ნდობის ჯგუფში, სავარაუდოდ, პარასკევს წარდგება
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე – ლარის კურსის მერყეობა ნორმალური პროცესია