უნგრეთი: პილიციამ ლტოლვილები ცრემლსადენი გაზით დაშალა

უნგრეთი: პილიციამ ლტოლვილები ცრემლსადენი გაზით დაშალა

უნგრეთი: პილიციამ ლტოლვილები ცრემლსადენი გაზით დაშალაუნგრეთში, სოფელ რეკესთან, ლტოლვილების ბანაკში პოლიციამ მიგრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა. სოფელი სერბეთის საზღვარზე მდებარეობს.
მიგრანტების უმეტესობა უნგრეთს როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ისე იყენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წასასვლელად, განსაკუთრებით კი გერმანიაში.
გერმანიის მთავრობის ცნობით, 2015 წელს გერმანიას თავშესაფრის მისაღებად 800 000 მიგრანტი მიმართავს, რაც დანარჩენი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო მაჩვენებელზეც მაღალია.
ბერლინმა სხვა ქვეყნებს მიმართა თხოვნით, რომ მათ მიიღონ მიგრანტები.
უნგრეთის პოლიციის ცნობით, სამშაბათს უნგრეთმა მიგრანტების რეკორდული მაჩვენებელი, 25 ათასი ადამიანი დაარეგისტრირა.

მათივე მონაცემებით, საერთო ჯამში 34 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა აგვისტოს თვეში უნგრეთის საზღვარი. მათი უმეტესობა სერბი იყო.

რესკეში ლტოლვილების ვნებათაღელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ თითების ანაბეჭდების აღება სთხოვეს. მათ შეეშინდათ, რომ თხოვნა თავშესაფრის შესახებ უნგრეთში იქნებოდა განხილული.

გერმანიის მთავრობა უნგრეთისთვის 500 ათასი ევროს გამოყოფას ფიქრობს იმისთვის, რომ მათ მაქსიმალური სერვისის შეთავაზება შეძლონ თავშესაფრის მაძიებლებისთვის.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ჟურნალისტების მკვლელობაში მათივე კოლეგაა ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი – სტოლტენბერგის ვიზიტი არის ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება