უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ

უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ

უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგუნგრეთის პოლიციამ ასეულობით მიგრანტის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ისინი სერბეთის საზღვრიდან ცდილობდნენ უნგრეთში შეღწევას. როგორც ბიბისის კორესპონტენტი იტყობინება, პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს მაშინ, როცა მიგრანტები “გააღეთ კარების” სკანდირებით პოლიციელებს ქვებს ესროდნენ.

ძალოვანებმა შეტაკების ადგილას ჯარის ნაწილები და ბრონირებული ტექნიკა გააგზავნეს.

უნგრეთის შს სამინისტრომ სერბეთის მთავრობას მოუწოდა ძალა გამოიყენონ მიგრანტების წინააღმდეგ.
რამდენიმე დღის წინ უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი, გამკაცრებული კანონი, რომლის თანახმადაც, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისას მესაზღვრეებს უფლება აქვთ მიგრანტები დააკავონ. კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

უნგრეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ სერბეთიდან შემოსულ მიგრანტებს ისევ სერბეთში გააგზავნის.

banner
წინა სტატიაშირატომ ამბობენ აზერბაიჯანში მამები შვილებზე უარს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა