უნგრეთის პრეზიდენტი არაბების ლტოლვილებად ქცევაში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს…

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი არაბი ლტოლვილების ევროპაში ტოტალური მიგრაციის თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ნაკადები ასეთი ტემპით გაგრძელდა შესაძლებელია ევროპაში ევროპელები და ქრისტიანები უმცირესობაშიც აღმოჩნდნენ…

გერმანული Die Welt-ისთვისთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ მომენტში არაბი ლტოლვილები ევროპულ იდენტობას ვერ უქმნიან საფრთხეს, თუმცა თუ ნაკადები არ გაკონტროლდა, მომავალში შესაძლებელია ევროპაში მათ ქრისტიანულ კულტურას დაუწყონ შეჯიბრება და ,,ქრისტიანები ამ შეჯიბრებას წააგებენ, რამეთუ უმცირესობაში იქნებიან… უბრალო მათემატიკაა,, აცხადებს ორბანი.

უნგრეთის პრეზიდენტის აზრით, ლტოლვილთა გადაყვანა ევროპაში დიდი არალეგალური ბიზნესი გახდა და ისეთი ქვეყნებიდანაც სადაც ომი და დიდი გაჭირვება არაა, ადამიანები უკეთესი ცხოვრების სურვილით, ლტოლვილებად ჩამოყავთ ევროპაში…  ამის მაგალითად ორბანმა პაკისტანელების დიდი რაოდენობა დაასახელა ლტოლვილთა შორის.

არაბ ლტოლვილთა უკონტროლო და მასობრივ მიგრაციაში ვიქტორ ორბანმა დასავლეთი დაადანაშაულა… ,,აშშ-მ და  ევროპამ ,,არაბული გაზაფხულის,, ფარგლებში  მხარი დაუჭირა  ფაქტობრივად  არარსებულ ოპოზიციებს, რომლებიც თავიდანვე ნათელი იყო, რომ საკუთარი ქვეყნის მართვას ვერ შეძლებდნენ,, განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: მსგავსი შემთხვევების გამო მოქალაქემ უფრო დაცულად შეიძლება იგრძნოს თავი
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე–მკვდრეთით აღდგომის ნოვაცია