უმცირესობა საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება- დავით ბაქრაძე მიზეზებს ასახელებს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირას საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება. უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებაში არდასწრების კონკრეტულ მიზეზებზეა საუბარი:

“ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. საფრთხის ქვეშაა და იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რაზეც ნათლად მეტყველებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს მიადევნოს თვალი და აქტიურად იყოს ჩართული სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში. აქვე ავღნიშნავთ, რომ რუსთავი 2-ის სასამრთლო პროცესები დანიშნულია მიმდინარე წლის 28 და 30 ოქტომბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური შეხედულების გამო უარს ვაცხადებთ მიმდინარე კვირის (26-30 ოქტომბრის) პლენარულ სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე”,- განმარტავს ბაქრაძე.

 

banner
წინა სტატიაში“გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო”- ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატია29-31 ოქტომბერს საქართველოში თოვლს ელოდებიან