უმცირესობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მათთან არ თანამშრომლობს

ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა პარლამენტში რეგისტრაცია არ გაიარეს და ამით პროტესტი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლება ოპოზიციასთან არ თანამშმლობს.

„ყველას ამ ქვეყანაში აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ, ჩვენი კოლეგები და ხელისუფლება არ გვესაუბრება ამ თემასთან დაკავშირებით და ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს და გააგრძელოს ის ტრადიციები, რა ტრადიციებით იყო და ზუსტად ამიტომ არ გავდივართ რეგისტრაციას,“ – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, უმცირესობის მხრიდან რეგისტაციაზე უარის თქმა ნიშნავს პარლამენტის საქმიანობის ხელის შეშლას და საბოტაჟს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათეთრ სახლში ევაკუაცია გამოცხადდა