,,უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს, ან არაფერი გააფუჭოს”

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობის ყოფილ ლიდერზე ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი.
,,წასულზე უნდა თქვა ან კარგი ან არაფერი. ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია. უმრავლესობის მომავალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი ან არაფერი გააფუჭოს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს პარლამენტი იმსჯელებს. საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი შეფასებით, 8 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა
შემდეგი სტატია“წარსულზე ან კარგი უნდა თქვა, ან – არაფერი”, – მეჭიაური საგანელიძეზე