უმრავლესობა პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის აზრს ვერ ხედავს

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტისა და უმცირესობის შეხვედრა არარეალურია, რადგან არცერთ მათგანს მთავრობის ფორმირების უფლებამოსილება არ გააჩნია. მათი თქმით, ეს არის უმცირესობის ახალი პოლიტიკური თამაში

„საპარლამენტო უმცირესობა და პრეზიდენტი – არც ერთი და არც მეორე მთავრობას არ ქმნის და რის თაობაზე უნდა აწარმოონ კონსულტაციები ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ვინმეს თუ უნდა თამაში, ტექნიკური მთავრობის, ის სუბიექტები, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან მთავრობასთან, ჩემთვის გაუგებარია რაზე უნდა ისაუბრონ,“ – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ზურაბ ტყემალაძისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა.

“ჩრდილოვანი მთავრობის შექმნა თუ უნდათ, პრეზიდენტი უკვე აღარაფერ შუაშია, პრეზიდენტი თუ ჩაერია ამაში, რაღა ჩრდილოვანზეა საუბარი,“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

უმცირესობამ დღეს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მარგველაშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა და მთავრობის ფორმირების პროცესში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: არა მგონია, ქართველ ქალს გაუჭირდეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის გაძღოლა
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: დაველოდოთ, ეს არის მარგველაშვილის პოზა, თუ მართლა მოითხოვს მთავრობის შეცვლას