უმრავლესობა ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობა ვაკანტურად დარჩენილი კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

“ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხება კომიტეტის თავმჯდომარეების ვაკანტურ ადგილებს. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჯერჯერობით ისევ ვიქნებით კონსულტაციების რეჟიმში. დრო გვაქვს, დრო არ გვაჩქარებს, ამიტომ გვინდა მივიღოთ ყველაზე სწორი და ყველაზე შეთანხებული გადაწყვეტილება. ალბათ შემდეგ კვირასაც გვექნება ამ თემაზე კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ამჟამად პარლამენტში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაა ვაკანტური. კერძოდ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთან, ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: აჟიოტატის და სკანდალის ატეხვა ვისი სტილია ვიცით