უმრავლესობა იური ვაზაგაშვილის საქმეზე დახურული სხდომის მოწვევას მხარს არ უჭერს

უმრავლესობის ინიციატივას, ვაზაგაშვილების საქმეების ძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა პარლამენტში დაბარების თაობაზე, ისევ უმრავლესობის უმეტესობა არ უჭერს მხარს.

დეპუტატები ფიქრობენ, რომ ძიება უშუალოდ იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის დაიწყო და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესის საჯაროობა მიზანშეწონილი არ არის.

„ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თუ გულისხმობთ უშუალოდ აფეთქების საქმეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ჯერ ადრეა საგამოძიებო ორგანოებისგან ინფორმაციის მიღება, იმიტომ, რომ გამოძიების პროცესი დაწყებულია რამდენიმე დღის და გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებების, გნებავთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ დახურულ სივრცეში უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიგლა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად, ზურა ვაზაგაშვილის საქმის ძიებასთან დაკავშირებით, მსგავსი შეხვედრების ორგანიზების პრობლემა არ დგას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საბრძოლო შეტაკებები გრძელდება
შემდეგი სტატიამარინე დარახველიძე: კონკრეტული ღონისძიებები, როგორ უნდა მოხდეს სელექციური აბორტების აკრძალვა ჩვენ არ გაგვაჩნია