უმრავლესობა ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გამოწვევის საკითხზე ბიუროს ხვალ მიმართავს

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიწვიოს მის მიერ დაყენებული ვიცე სპიკერის, ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა და ამ გადაწყვეტილებით ხვალ ბიუროზე შევალ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმრავლესობის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საგანელიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
“კვოტაზე, რომელიც უმრავლესობას ეკუთვნის, გადაწყვეტილებაც უმრავლესობამ უნდა მიიღოს. Eეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და ნურც ნურავის უკვირს. ნურც განაწყენებულია და ნუ გააკეთებენ ისეთ რეპლიკებს, რომელიც ადეკვატური არ იქნება. უმრავლესობამ უნდა მოითხოვოს იმ ადამიანის გაწვევა, რომელიც მისი რეკომენდაციით იქნა დანიშნული. ბიურომ უნდა მიიღოს ცნობად და როცა მიიღებს ბიურო ცნობად, ბატონი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დატოვებს”, _ განაცხადა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ქვეყნიდან წასვლა რომ მდომოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი
შემდეგი სტატიასარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური “ღრმაღელე” ერთი დღით დაიკეტ