უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ზეწოლად არ აფასებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ მათზე ზეწოლის თაობაზე არ ეთანხმება.

დეპუტატები, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, აცხადებენ, რომ კრიტიკა იმ საზოგადოების მიმართ, ვინც თავად სხვების კრიტიკით არის დაკავებული, გასაკვირი არ უნდა იყოს და ზეწოლად არ უნდა ფასდებოდეს.

„ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. ის არის სამოქალაქო საზოგადოებაში და აძლიერებს სამოქალაქო სექტორს. კითხვები, რომელიც ჩნდება სამოქალაქო სექტორში მყოფი პირების მიმართ, ჩვეულებრივი და ნორმალურია. თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, აკრიტიკონ ივანიშვილი ან სხვა პოლიტიკოსები, რატომ არ აქვს იგივე უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს არ არის ხელისუფლებაში,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელა და განაცხადა, რომ მათი საქმიანობის შესწავლას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშითბილისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებენ