უმრავლესობამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა

მმართველი კოალიცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამდებობაზე თამაზ მეჭიაურის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟუნრალისტებს მმართველი კოალიციის წევრმა თავად დაუდასტურა.

დეპუტატი მეჭიაური აცხადებს, რომ მას შესთავაზეს აღნისნული თანამდებობა თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული.

“გუშინ უნდა დაესახელებინათ კანდიდატურები მაგრამ არ მოხდა. თუ ვინმე სხვა განხილება იყოს მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს,”- აცხადებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც პროტესტის ნიშნად, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კომიტეტების თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადეს. საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტს ორი წლის განმავლობაში ნოდარ ებანოიძე ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძეს თამაზ ჭკუასელი შეცვლის
შემდეგი სტატია“ისინი ცდილობენ, დახატონ თითქოს ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, მაგრამ ასე არ არის”