უმაღლესმა რადამ კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკები აკრძალა

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კომუნისტურ და ნაცისტურ რეჟიმებს ეხება.
კანონს, რომელიც გუშინ მიიღეს, ქვია „კომუნისტური და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმების და მათი სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ“.
დოკუმენტი ნაწილობრივ განსაზღვრავს სიმბოლიკების სამართლებრივ აკრძალვას და აწესებს კომუნისტური რეჟიმის სიმბოლიკის განადგურებსი წესს – ცნობა ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის საიტზეა განთავსებული.
კაკონი მიიღეს იმიტომ, რომ არ დაუშვან „კომუნისტური და ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) ტოტალიტარული რეჟიმების ხელახლა აღმოცენება, ნებისმიერი დისკრიმინაცია, რომელიც ნაციონალური, კლასობრივი, ეთნიკური, რასობრივი, ან სხვა სახით შეიძლება გამოჩნდეს სამომავლოდ.“
კანონის მიზანია ასევე „აღსდგეს ისტორიული და სოციალური სამართლიანობა, დამოუკიდებლობის საფრთხეების თავიდან აცილება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.“

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები: რუსეთის მოქმედება ევროპულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის
შემდეგი სტატიალიტვაში პროპაგანდის გამო “РТР-Планета” გათიშეს