უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება

წერს

საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა თანხმდება პოზიციაზე, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება.
ასეთი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან შეხვედრის შემდეგ.
“ახალი უნივერისტეტის” რექტორ თამარ გარდაფხაძის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მოისმინეს მაია მიმინოშვილის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თამარ გარდაფხაძის თქმით, მაია მიმინოშვილმა თქვა, რომ აბიტურიენტებს შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ.
“ჩვენ მოვისმინეთ მაია მიმინოშვილის პოზიცია. მან სამართლიანად განაცხადა, რომ აბიტურიენტების შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ, კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და ჩვენ ამაში ვეთანხმებით მაია მიმინოშვილს”, – განაცხადა თამარ გარდაფხაძემ.
“საქართველოს უნივერისტეტის” წარმომადგენლის, მანანა სანაძის ინფორმაციით კი, მეორადი ჩარიცხვები ამ ეტაპისთვის ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.
“პარასკევს რეგისტრაციას ვასრულებთ, ორშაბათიდან უკვე სასწავლო პროცესი იწყება, სემინარები და გაცნობითი პროცედურები და მეორადი ჩარიცხვები ტექნიკურად შეუძლებელია. გამოდის, რომ 2 200 სტუდენტი გვყავს და 300 სტუდენტის გამო მათ პრობლემები უნდა შევუქმნათ”, – განაცხადა მანანა სანაძემ.
შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 11:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს
შემდეგი სტატიაამბასადორიალის მონაწილეებმა გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე მიულოცეს