უკრაინული პრესის ცნობით, პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს დაიკავებს. მისი კანდიდატურა უკრაინის პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტმა წარუდგინა.

უკრაინული პრესის ცნობით, პეტრე პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა. ოფიციალურად კი ის სააკაშვილს დღეს ოდესაში ვიზიტის დროს წარადგენს.

რეგიონში ჩასვლას პრეზიდენტი დღის მეორე ნახევარში გეგმავს.

პრესა იმასაც წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს
შემდეგი სტატიაიგორ კოლომოისკი: სააკაშვილი ოდესას რუსეთს ჩააბარებს