უკრაინული ოპოზიცია საყვარელიძის საჯარო გამოცდას ითხოვს

დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

niOpkezdrMMუკრაინულ რადაში არსებული 6 პარტიისაგან შემდგარი ,,ოპოზიციური ბლოკი,,ს საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დავით საყვარელიძის დანიშვნა უკრაინის გენპროკურორის ვიქტორ შოკინის მოადგილედ, პრობლემას უქმნის უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას.

,,უკრაინული კანონების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს ადამიანი, რომელმაც ეს კანონები არ იცის და მასთან აქამდე არაფერი საერთო არ ჰქონია. პროკურორის ფიცის მიღებით, დავით საყვარელიძემ ვალდებულება აიღო განუხრელად დაიცვას უკრაინის კონსტიტუცია და კანონები, რომელიც მას არც თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე უსწავლია და არც ნაკლებად ცნობილ ამერიკული წმინდა ბონავენტურის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე,, წერენ უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ საყვარელიძეს არასდროს უმუშავნია უკრაინაში, არც მისი კანონმდებლობას იცნობს და არც ენას.

ოპოზიციური ბლოკი ითხოვს მოხდეს დავით საყვარელიძის საჯარო გამოცდა-ტესტირება, იურისტების, ადვოკატების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების თანდასწრებით, პროფილური კანონმდებლობისა და უკრაინული ენის ცოდნაზე.

ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ საყვარელიძეს უკრაინული ხელისუფლება რეპრესიების გასატარებლად გამოიყენებს… შედეგად კი, მომავალში ყველა ცოდვას მას მიაწერენ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ იქონიებენ”
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: მიკვირს, რატომ ანერვიულებს ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება